1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ოფერტას და არეგულირებს ურთიერთობას ინდ. მეწარმე თორნიკე წიკლაურს (შემსრულებელი) და მის მომხმარებლებს (დამკვეთი) შორის. სერვისის შეძენით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ პირობებს.
2. მფლობელობა და ანგარიშგება
სრული მფლობელობა: ყველა სერვისი, მათ შორის დომენი, ჰოსტინგი და მესამე მხარის ანგარიშები (მაგ: Zoho, DigitalOcean) რეგისტრირდება და წარმოადგენს დამკვეთის სრულ და კერძო საკუთრებას. შემსრულებელს აქვს მხოლოდ დროებითი ადმინისტრაციული წვდომა სამუშაოების შესასრულებლად.
3. ფასწარმოება და გადახდის ეტაპები
ჩვენ ვიყენებთ "პორტფოლიოს დაგროვების" ფასებს, რაც გულისხმობს სპეციალურ შეთავაზებას შეზღუდული რაოდენობის კლიენტებისთვის. ანგარიშსწორება იყოფა სამ ეტაპად:
- 30% (წინასწარი გადახდა): სამუშაოს დაწყებამდე. ფარავს დომენის, ჰოსტინგისა და ადმინისტრაციულ ხარჯებს.
- 40% (დემო ვერსია): საიტის პირველადი, ფუნქციონალური ვერსიის წარდგენის შემდეგ.
- 30% (საბოლოო გადახდა): პროექტის სრულად დასრულების და დამკვეთისთვის ყველა წვდომის გადაცემის შემდეგ.
4. ვადები და პასუხისმგებლობა
ვადების ათვლა: პროექტის შესრულების ოფიციალური ვადა იწყება არა ხელშეკრულების დადებიდან, არამედ დამკვეთის მიერ სამუშაოსთვის საჭირო ყველა მასალის (ტექსტები, ფოტოები, ლოგო და ა.შ.) სრულად მოწოდების მომენტიდან.
Under-promise, Over-deliver: ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შემოგთავაზოთ ვადები მცირე რეზერვით, რათა უზრუნველვყოთ სამუშაოს მაღალი ხარისხით და დროულად შესრულება.
5. გაუთვალისწინებელად გამოწვეული ტექნიკური შემთხვევები მესამე მხარის სერვისებისგან და ჩვენი მხრიდან
შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი იმ შეფერხებებზე, რომლებიც გამოწვეულია მესამე მხარის სერვისების (მაგ: Zoho, DigitalOcean, OpenAI, ჰოსტინგ-პროვაიდერი) მხარეს წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზებით. თუ ასეთი ხარვეზი შეუძლებელს ხდის მომსახურების გაგრძელებას, შემსრულებელს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მოქმედებს თანხის დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისი პუნქტები, ისევე როგორც ჩვენი ტექნიკის მოულოდნელი გაუმართაობის შემთხვევაში.