1. მონაცემთა შეგროვება
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების გასაწევად. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენს სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონი, ელ. ფოსტა) და პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს.
2. მონაცემთა გამოყენება
შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენთან კომუნიკაციისთვის.
- შეკვეთილი სერვისის შესრულებისთვის (მაგალითად, დომენის რეგისტრაცია თქვენს სახელზე).
- ანგარიშსწორებისთვის.
3. მონაცემთა დაცვა და წვდომა
დაცვის გარანტია: ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად. ტექნიკური წვდომა თქვენს ანგარიშებზე (მაგ. ჰოსტინგი, Zoho) გვაქვს მხოლოდ სამუშაოს შესრულების მიზნით და შეზღუდული დროით.
მონაცემების არგადაცემა: ჩვენ არ ვყიდით, არ ვცვლით და არ გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მესამე მხარის სერვისები
გარკვეული ჩვენი სერვისები, კერძოდ ტექნიკური ინფრასტრუქტურა, ეფუძნება მესამე მხარის პლატფორმებს (მაგ: DigitalOcean, Zoho). ამ პლატფორმებს აქვთ საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელზეც ჩვენ პასუხს არ ვაგებთ. თუმცა, ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ სანდო და საერთაშორისოდ აღიარებულ პარტნიორებს.